ქიმიის წრის მოსწავლეების ექსკურსია პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტში!

კომაროვის სკოლაში ქიმიის წრემ დაიწყო ფუნქციონირება, უკვე გაწევრიანებული დაინტერესებული მოსწავლეები ხელმძღვანელმა ქ-ნმა ნინო ფარცვანიამ პირველი აქტივობის განსახორციელებლად პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტში წაიყვანა, სადაც მოსწავლეებმა ნახეს ფოიეში გამოფენილი პოსტერები, რომლებშიც ასახული იყო ნავთობისაგან შექმნილი პროდუქციის მრავალფეროვნება საყოფაცხოვრებო დარგებში.


პედაგოგმა დაგეგმა მოსწავლეებს შეასწავლოს ნავთობპროდუქტებისაგან მიღებული პროდუქციის გამოყენება და ტექნოლოგიასთან დაკავშირებული ეკოლოგიური პრობლემები.


 


ზემოთ